ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელია ქართულ ოცნებას მიმართავს, მისი გირაოს თანხა ტვ იმედის საშუალებით ააგროვონ, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ.
“მივმართავ „ქართული ოცნებას“ – ერთადერთი გამოსავალი გაქვთ. თქვენ თვითონ, ცხადია, ვერ მიაგნებთ, ამიტომ ისევ მე გეტყვით:
იმედის ეთერში ტელემარათონი გამართეთ – „ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად“
სხვა გამოსავალი მართლა არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიაროთ რომ ბოლომდე უსუსურები ხართ!
პ.ს. მარათონის დასაქოქად პირველი შენატანები ოცნების დეპუტატებმა შეიტანონ, ლაშა ნაცვლიშვილსაც გააგებინეთ, ეგ თუ არა, მასში არსებული ბიძინა მაინც გაიღებს თანხას”,– წერს მელია Facebook–ზე.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის და მას ვერ დაიჭერენ.
დღეს ის გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მიეცა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართევენ შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.