იმედია,ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს – დენის შმიგალი

“იმედია,ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს ” – ამის შესახებ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი, Twitter-ზე წერს და საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

”მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია ირაკლი ღარიბაშვილი  გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!

თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!“- წერს შმიგალი. 

ცნობისთვის, რეისი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა საქართველოს მთავრობამ გააუქმა.