ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან მიდის და შემცვლელად ირაკლი კობახიძეს ტოვებს.
“არცერთი განხილვა პარტიაში, რომელიც ამ საკითხს, ან ამ ტიპის მიმსგავსებულ საკითხს მიეძღვნებოდა, არ ყოფილა, შესაბამისად ეს საკითხი არ განიხილება. იმედია, ბატონი ბიძინა პარტიის საქმიანობაში იქნება ჩართული კიდევ დიდხანს”, – ამბობს წულუკიანი.
მას მოლოდინი აქვს, რომ იუსტიციის მინისტრის გარდა მთავრობა იგივე შემადგენლობით დაკომპლექტდება.
“საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება, ვინც ჩემი ყოფილი კოლეგები იყვნენ. კომიტეტის მხრიდან იქნება დარგობრივი განხილვა და მოხდება მათი მხარდაჭერა. დეპუტატი ვარ და ვინ სად დარჩება, არ ვიცი, მაგრამ მოლოდინი არსებობს, რომ ძირითადად იგივე შემადგენლობა იქნება, იუსტიციის მინისტრის გარდა”,– თქვა წულუკანმა.