“კიდევ ერთხელ მტკიცდება რასთან გვაქვს საქმე, სამწუხაროდ, ამ ადამიანს, კეზერაშვილს ვგულისხმობ, იფარებს ევროპა, და ვხედავთ ჩვენ, რომ იქიდან, გეგმავს არეულობას ქვეყანაში, ვხედავთ, რომ თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს მედიებს, აფინანსებს არასამთავრობო სექტორს, პირდაპირ ჩართული არის ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოიპარა 5 მლნ, შემდეგ ევროპელ პენსიონერები თაღლითური საქმეებით გაძარცვა, ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართული არის ქართულ პოლიტიკაში, ფინანსები ჩართული აქვს ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში და სამწუხაროა, რომ ხდება იგივე შეცდომის გამეორება, რა შეცდომაც იყო დაშვებული მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც ის შეფარებული იყო ევროპის ქვეყნებში და იქიდან ურევდა აქ სიტუაციას, ახლა სწორედ დავით კეზერაშვილი არის შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში. მე კიდევ ერთხელ იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ შეხედავენ სერიოზულად ევროპული ქვეყნები ამ საკითხს და დავით კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს იმისთვის, რომ მან მოიხადოს სასჯელი”.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა BBC-ის გამოძიებაზე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.