“ვენიც კონვენცია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მის სკრუპულოზურ დაცვას ერთგულებს ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე ჩვენთან, დიპლომატიურ სამსახურში მყოფი უცხოელი ელჩებიც ამ ვენის კონვენციას ყოველდღიურ რეჟიმს დაიცავენ, რადგან ეს მათი მოვალეობაც არის”

ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის ეთერში. ცნობისთვის, დიპლომატების მოსმენა ვენის კონვენციის დარღვევაა, რაზეც დღეს მიუთითა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.