“როგორც თქვენთვის ცნობილია, ახლახანს გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი 80 ტონის მოცულობით. იცით, რომ ეს ტვირთი შედგებოდა სამედიცინო პრეპარატებისგან, ასევე, წამლებისგან, რომელსაც საჭიროებს შეიარაღებული ძალები და ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა. როგორც ტერიტორიული თავდაცვა, ისე მოქალაქეები.

ცოტახანში ჩვენ ველოდებით მეორე ჰუმანიტარული ტვირთის გამოგზავნას, რომელიც ფორმირდება არაგულგრილი პირების, ასევე, საქმიანი წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენი მოძმე საქართველოსგან”

განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა ბრიფინგზე.