“მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო”, – ასე ეხმიანება მიხეილ ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის განცხადებას ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკაშვილი ყოველგვარი ფანტაზიის მიღმაა გასული.
“უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე – ეს ადამიანი გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუკი რაიმე ფანტაზია არსებობდა იმ ფანტაზიის მიღმაა. შესაბამისად, მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან – ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებ! რასაც კადრულობს და ცდილობს მოატყუოს, ამას არ მიიღებს ჩვენი ხალხი. ასე, რომ დროა სამედიცინო კონსულტაციისთვის”,- განაცხადა ოხანაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კიევში, ვენახში გადაღებული ვიდეო და ქართველ მევენახეებს მიმართა. მან თქვა, რომ ხელისუფლების მიერ მევენახეების 30 თეთრით სუბსიდირება „უბრალოდ დაცინვაა“.