რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.
“გვსურს იმედი გვქონდეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში არსებულ სიტუაციას. ველით ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ნორმალიზებას როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში და რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებას სხვა მიმართულებებითაც”. – თქვა მან გაზეთ Труд-თან ინტერვიუში.
ლავროვი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ მალე განახლდება აბაშიძე-კარასინის ფორმატის მოლაპარაკებები.
“რუსეთი ყოველთვის უფრთხილედებოდა მეგობრულ კავშირებს მისთვის ახლობელ ქართველ ხალხთან, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა სახელის მქონე ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით არაერთი ასწლეული. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნების და ხალხების ინტერესშია უახლოეს დროში არსებული უთანხმოებების დაძლევა და ორმხრივი კავშირების სრულად აღდგენა. ჩვენი პოზიციაა – რაც უფრო მეტი ნორმალიზაციაა, უკეთესია. რუსეთის მხრიდან არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა, ჩვენი ქართველი პარტნიორები პერიოდულად ოპორტუნისტული მიზნებით ანტირუსულ ბარათს თამაშობს, რაც აშკარად არათანმიმდევრულია”. – განაცხადა ლავროვმა.
პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენები გავრილოვის ვიზიტის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ შეწყვიტა.