“იმედია მიიღებენ კულტურულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ”- შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ იმედი აქვს, საოკუპაციო რეჟიმი მიიღებს კულტურულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს.
„მთავრობამ ყველაფერი გააკეთა – ჩვენი პარტნიორები, მეგობრები ჩართულები არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ კულტურულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ ადამიანს, დაუბრუნდება ოჯახს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და მოლაპარაკებები ჩაშალოს”, – განაცხადა მინისტრმა