იმედია, მოსახლეობის დიდი უმეტესობა არ წამოეგება ანტივაქსერულ პროვოკაციას – ცერცვაძე

თბილისის ინცექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ წამოეგება ანტივაქსერულ პროვოკაციებს.

“მე იმედი მაქვს, რომ ხალხის დიდი უმეტესობა, მოსახლეობის, არ წამოეგება ამ ანტივაქსერულ პროვოკაციას, არ დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას. ვინც თავს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან, ის დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნის ეკონომიკას, არა მარტო ჯანმრთელობას”, — აცხადებს ცერცვაძე.

NCDC–ს ცნობით, გუშინ AstraZeneca-ს ვაქცინა 668 ადამიანმა გაიკეთა.15 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, ვაქცინაციისთვის 4 202 მედპერსონალი დარეგისტრირდა .