”ვიცით, რომ ქართველებს ნამდვილად ათასობითწლიანი ისტორია და ტრადიციები აქვთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აუბნიოს ვინმემ გზა. განსაკუთრებით კორუფციულმა, მაფიოზურმა სახელმწიფომ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ეწოდება და რომელიც საომარ დანაშაულს სჩადის. საქართველო ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს მეგობრებს. ქართველები იბრძოდნენ პოლონეთის თავისუფლებისთვის და შესაბამისად, ეს ყველას მოგვეხსენება და ყველას გვახსოვს მათი წვლილი. ძალიან ბევრი ქართველი იბრძოდა პოლონელებთან ერთად და ახლა ქართველები მხარს უჭერენ უკრაინას. ქართველები იბრძვიან მხარდამხარ უკრაინელებთან ერთად, ასევე სხვა ერების წარმომადგენლებიც იბრძვიან უკრაინულ მიწაზე – ბელარუსებიც და რუსებიც… დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გაიგებს და შეისისხლხორცებს ქართველების წმინდა სურვილს, რომ შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ოჯახს, რაც შეიძლება მალე”.
განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ.