“იმედია რომ გაიმეორებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას” – ასე ეხმაურება, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ნატოს 2021 წლის სამიტზე საქართველოს დელეგაციის არმიწვევას.
“ეს გახლავთ სამიტი, რომელიც განსხვავებული ფორმატით იმართება და ერთგვარად, მოსამზადებელია 2022 წლის ნატოს სრულმასშტაბიანი სამიტისთვის. არცერთი პარტნიორი ქვეყანა ამ სამიტზე არაა მიპატიჟებული.
მაქვს ინფორმაცია, რომ ტექსტი არის ძალიან კარგი, ასახულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით, მაქვს მოლოდინი, რომ გამეორებული იქნება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, იმაზე რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი. იქნება საუბარი ოკუპაციაზე და იმაზე, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ხაზგასმა იქნება, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი საბოლოო წვერობისთვის. მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე”, – ამბობს დავით ზალკალიანი.
დღეს, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. ალიანსის წევრები კომუნიკეს მიიღებენ.