იმედია, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე – ჰერჩინსკი

”იმედია, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე” – აცხადებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.

“ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი, პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მისი განხორციელების გზასთან დაკავშირებული განხილვა, მეორე მიზეზი კი არის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენს პროექტებთან ერთად. 12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტასა და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე. რეკომენდაციის განხორციელება უნდა მიხდეს ინკლუზიურად, ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, მოითხოვს იმას რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან”, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.