იმედია, უახლოეს დღეებში პუტინი და ზელენსკი შეხვდებიან – თურქეთის თავდაცვის მინისტრი

უკრაინული მედიის ცნობით, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა უახლოეს დღეებში შედგეს.

“პრეზიდენტი ერდოღანი არაერთხელ შეხვედრია ბატონ პუტინს და ბატონ ზელენსკის. ამ შეხვედრებზე პრეზიდენტი ცდილობს რაც შეიძლება მალე მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული სირთულეების მიუხედავად, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება ორი ლიდერის [პუტინისა და ზელენსკის] შეხვედრა“,– თქვა ჰულურ აკარმა.

ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პუტინს გუშინაც შესთავაზა ზელენსკისთან შეხვედრის ორგანიზება. რუსული მხარის პოზიციაა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი მხოლოდ მოლაპარაკებებში გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემდეგ შეხვდება. უკრაინა და თავად პრეზიდენტი ზელენსკი უკვე რამდენიმე კვირაა პუტინთან შეხვედრას ითხოვს.