იმედია, უნგრეთს ეყოფა სიბრძნე, არ დაბლოკოს უკრაინის წინსვლა EU-ში – იგორ ჟოვკვა

ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ზელენსკის მრჩეველი, იგორ ჟოვკვა, European Pravda-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ კიევს ჯერჯერობით არ მიუღია სიგნალები, ვიქტორ ორბანის განზრახვის შესახებ, დაბლოკოს უკრაინის მოძრაობა ევროკავშირში.

ის იმედს გამოთქვამს, რომ უნგრეთი ხელს არ შეუშლის უკრაინას.

“არ ყოფილა შეკავების სიგნალები, შესაბამისად, ჩვენ არ ველით, რომ რაიმე სახის დეკონსტრუქცია იქნება. ამიტომ, მე არ ვიტყოდი, რომ უნგრეთი ახლა აპირებს რაიმე დაბლოკოს უკრაინას ევროპულ გზაზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ ნიშნებს ვერ ვხედავთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება”, – თქვა ზელენსკის მრჩეველმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში უნგრული ორგანიზაციების ხელმძღვანელობას ჰქონდა შეხვედრა და მათ მხარი დაუჭირეს უკრაინის წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ჟოვკვა ვარაუდობს, რომ უკრაინა ევროკავშირში მომდევნო წლებში გაწევრიანდება.