იმედია უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც გვასარგებლებენ – აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, დიტო საძაგლიშვილი. მისი თქმით, სააკაშვილი მზადაა დაესწროს 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლოს პროცესს.
”აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომაზე. უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც გვასარგებლებენ, ამის იმედი გვაქვს, თუნდაც ივანიშვილის მართულ სასამართლოში მაინც მისცემენ შესაძლებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომ მიმართოს საზოგადოებას, მიმართოს ყველა ქართველს, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში არ მოუსმენია მისგან გზავნილები.
ვინაიდან დაპატიმრების მომენტიდან მიხელ სააკაშვილი არის სრულ იზოლაციაში, მას შეუზღუდეს სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა, არანაირი საფუძველი არ იარსებებს, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არ გადაყვანის თვალსაზრისით, მაგრამ ცხადია, გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ საკუთარი შიშიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია სააკაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობის მიცემის კუთხით, მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
არ ვიცით რა ხელოვნურ მიზეზს მოიგონებენ, იმიტომ რომ აქამდეც ვნახეთ არაერთხელ პენიტენციური სამსახურის უარი სასამართლოში მიყვანაზე და ისინი იშველიებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ვითომდა გამოძიებას, ვითომდა სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე. ხო, სინამდვილეში აბსურდული მიზეზებით გვეუბნებოდნენ, თუ ახლაც ეს მიზეზი იქნება მოყვანილი, ბუნებრივია, ეს იქნება მორიგი აბსურდული მიზეზი და ხელისუფლების შიშის გამოხატულება და მეტი არაფერი,” – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.