იმედია ახალი ხელმძღვანელები საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე არ დაინიშნებიან – დეგნანი ინსპექტორის სამსახურზე

”იმედია ხალი ხელმძღვანელები საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე არ დაინიშნებიან” – საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანისა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კელი დეგნანმა განაცხადა რომ საბურის ძირითადი თემა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო. ელჩმა აღნიშნა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შექმნილი სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესი დაჩქარებული წესით არ უნდა წარიმართოს და თანამდებობებზე მხოლოდ საუკეთესო კანდიდატების შერჩევა უნდა მოხდეს.

“ჩვენ ვთხოვეთ სპიკერს, რომ ეს პროცესი მსჯელობით წარიმართოს, გაითვალისწინოს კანონით განსაზღვრული დრო, იპოვეს საუკეთესი კანდიდატები ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე დასანიშნად. ეს თანამდებობები პასუხს აგებენ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე. ჩვენ ყველამ იცით, რამდენი ინფორმაციაა ონლაინ და მონაცემთა დაცვა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე იქამდე. მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ადამიანის უფლებები დაცულია.  ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, კვალიფიციურები და იმედი მაქვს, მათი დანიშვნა არ იქნება ნაჩქარევი პროცესი”. – თქვა კელი დეგნანმა.