იმედია, ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით – დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი იმედოვნებს, რომ ხვალ გარკვეული გადაწყვეტილების გამოცხადებას შეძლებს.

„ეს პროცესი რთულია და უფრო მეტი დრო სჭირდება და ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები უფრო დაახლოებას შეძლებენ. ამ საკითხზე მუშაობა ხვალაც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით.

მიზეზი რატომაც ბატონმა მიშელმა აქ გამომგზავნა არის ის, რომ მას სჯერა ამ ურთიერთობის. საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ესაა ის გზა, რომელზეც უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები. ამიტომაც ვდებთ ამ საკითხში ამხელა ინტერესს და ამიტომ არიან მხარეები ამ პროცესში ასე ჩართულები“, – განაცხადა დანიელსონმა.

ის თბილისში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ხვალაც დარჩება.