ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ, რათა დაეხმარონ ქვეყანას რუსული დაბომბვების ფონზე ენერგოკრიზისს გადაურჩნენ.
იმედის გენერატორების ინიციატივა, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ წამოიწყეს, მიზნად ისახავს ელექტროენერგიით მოამარაგოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მზრუნველობის ცენტრები, თავშესაფრები და სატელეფონო ხაზები.
“ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა გამოავლინეს შესანიშნავი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტებზე. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად”, – თქვა მეცოლამ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპის ყველა ქალაქს და რეგიონს შეუერთდნენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას.