“იმედის კლინიკის“ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა 16:55, 27-11-2020 „იმედის კლინიკის“ ექიმი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ექიმს თანმხლები დაავადებები: ონკოლოგიური დაავადება და დიაბეტი ჰქონდა. ზაზა იმერლიშვილი, მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.