“ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სამთავრობო ტელევიზია იმედის ყოფილი დირექტორი, ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა.
“უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა. ნიკოლოზ ლალიაშვილი გახლდათ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ” – აცხადებს ბოჭორიშვილის სამინისტრო.
ლალიაშვილი 2022 წლიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.