”იმედი” აცხადებს, რომ მაუწყებლობა ”დაუდგენელი მიეზეზებით” 45 წუთით გაეთიშათ

პროპაგანდისტული სამთავრობო არხი, ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ცოტახნის წნ მაუწყებლობა 45 წუთით, “დაუდგენელი მიზეზებით” შეუწყდათ, რის გამოც მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.
“ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობა ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს. შესაბამისად, უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებსაც. ვადგენთ ხარვეზის მიზეზებს”, – ნათქვამია “იმედის” განცხადებაში.