საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და პირველ ლედის სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
„კარგად ყოფნას გისურვებთ. ეს ნამდვილად რთული დროა, მაგრამ სოლიდარობით გადავლახავთ. იმედი გვაქვს, რომ თქვენც და პირველი ლედიც მალე გამოჯანმრთელდებით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
Feel better, @POTUS! This is a truly difficult time but we’ll get through this with solidarity. We hope for your and @FLOTUS’s speedy recovery! https://t.co/iPv5r13xHD
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 2, 2020
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მანამდე კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს ტრამპის თანაშემწეს, რომელიც მასთან ბოლო დღეებში მუშაობდა.