ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად წამყვანმა დაუდასტურა.
ფეიქრიშვილი, რომელიც გადაცემა იმედის დღის წამყვანი იყო, ტელეკომპანიაში პირველი ივნისიდან აღარ მუშაობს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელისუფლებო, პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ დატოვა. მან ასევე განაცხადა, რომ წასვლის მიზეზი ხელმძღვანელობის მხრიდან, მისგან ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტის მომზადება იყო.