“იმედი მაქვს, ოპოზიცია მოეგება გონს და დაუბრუნდება არჩევნების რეჟიმს “- ამის შესახებ, ქართული ოცნების წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი თქმით პირველი ტური არის სრულიად ლეგიტიმური და იმედი აქვს, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო რეჟიმს დაუბრუნდებიან.
“იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში ოპოზიციური ჯგუფები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ლეგიტიმურად ცნეს არჩევნების პირველი ტური. ამ ფონზე სრულიად აბსურდული ჩანს მათი პოზიცია”,- ამბობს კახიანი.