”იმედი მაქვს, პოლარიზაცია დასრულდება, ამით ხეირობს ჩვენი მეზობელი” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.
”მემგონი საჭიროა, რომ ჩვენც და თქვენც ყველამ ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე – ამას მივეცი ხმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ის პოლარიზაცია, რაც წინასაარჩევნო პროცესში იყო, დასრულდება, რადგან ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს და თუ არა, ამით ხეირობს ჩვენი მეზობელი.”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.