იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატებისთვის – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მიესალმება, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტს.

მისი თქმით, 142 ხმა დათვალა, რომელიც 8 მარტის შემდეგ შეთანხმებას მხარს უჭერდა.

„მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა 8 მარტის შემდეგ. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად“ , – წერს კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილების კონსტიტუციურ კანონის მხარი დაუჭირა, 5-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.