თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ოპოზიციის ბრალეულობის გამოკვეთის სანაცვლოდ, სტუდენტურ მოძრაობას “ხანგრძლივი და პოზიტიური სიუჟეტის” გადაღება შესთავაზა.ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნთქვამი.
“ალბათ ყველამ იხილეთ დღეს სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში. მინდა აღვნიშნოთ რამდენიმე საგულისხმო ეპიზოდი:
პირველ ყოვლისა, ჩვენ გვაქვს 4 მოთხოვნა:
1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!
2. საგამოცდო ფორმატის ცვლილება!
3. რექტორის არჩევის წესის ცვლილება!
4. ფინანსური გამჭვირვალობა!
სანამ უყურებთ როგორ დგას ბაგების საერთო საცხოვრებლის წინ სტუდენტი და საუბრობს, რომ არც ისე ცუდია, გაიხსენეთ ბაგების საერთო საცხოვრებლის ფოტოები, თუ არ გახსოვთ, თან დავურთავთ პოსტს!
გვინდა ვთქვათ, რომ დაგვიკავშირდა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი რ.მ. და შემოგვთავაზა, რომ თუ ოპოზიციის ბრალეულობას ვახსენებდით, ჩვენზე გაკეთდებოდა ხანგრძლივი და დადებითი სიუჟეტი.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, ვგმობთ ჩვენს ნებისმიერ პარტიასთან ასოცირებას! პროტესტი არის დამოუკიდებელი და მოტივირებულია იმ გაუსაძლისი პირობებით, რომლებშიც სტუდენტებს უწევთ ცხოვრება!”. – წერს სტუდენტური მოძრაობა “ბრძოლა განათლებისთვის” Facebook-ზე.