იმერეთის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

იმერეთის გუბერნატორს, ზვიად შალამბერიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში აგრძელებს მკურნალობას. მასთან უშაუალო კონტაქტში მყოფი ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

„ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომი არ აღმენიშნება, თუმცა რადგან გუბერნატორის უშუალო კონტაქტი ვარ, გადავდივარ თვითიზოლაციაში. გუბერნატორი თავს კარგად გრძობს, მსუბუქი სიმტომები აქვს და საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებს”- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა.