ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, იმერეთის საამქროში პირი ფეხსაცმელს საამქროში ამზადებდა და Adidas-ის ნიშნით ყიდდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით აწარმოებდა და რეალიზაციას უწევდა Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ამოღებულ იქნა Adidas-ის დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი და სპეციალური ბრენდირებული შტამპი”, – წერს უწყება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.