სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით, სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.