“იმისთვის არ ჩამოსულა, აქედან სამკურნალოდ წავიდეს სხვაგან”ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.
”მომწონს ეს არჩევანი მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის გარეთ მკურნალობის. რთული შემთხვევაა, 50-დღიანი შიმშილობა არ არის ხუმრობა. ტეთჩერის დროინდელი ამბები რომ გავიხსენოთ, ის ირლანდიელები, რომლებიც შიმშილობდნენ, დიდი ნაწილი 48-ე დღეს დაიღუპა. ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილი 50 დღეს შიმშილობდა. კი, რა თქმა უნდა, გარკვეული რაღაც გამოცდილება ჩვენთანაც არის, მაგრამ მე ვიცი, რომ უფრო მეტი გამოცდილება არის, ვთქვათ, გერმანიაში. მე მირჩევნია, როგორც დედას, რომ იყოს მოთავსებული იმ კლინიკაში, სადაც მეტი გამოცდილება იქნება ასეთი შემთხვევის მართვის. რა თქმა უნდა, მე ასე მირჩევნია, თუ ეს შესაძლებელი იქნება. მე დეტალურად არ მისაუბრია მასთან ამ საკითხზე, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ადამიანი იმისთვის არ ჩამოსულა აქ, რომ მერე აქედან წავიდეს სადღაც სხვაგან სამკურნალოდ. ის ჩამოვიდა აქ იმისთვის, რომ აქ დარჩეს და აქ იყოს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მასაც ესმის, ალბათ, რომ პირველ რიგში მისთვის საჭიროა რეაბილიტაცია, აღდგენა, იმისთვის, რომ ნორმალურად ფუნქციონირებდეს. ”