იმის გამო, რომ კარუსელი არ დავუშვით დაგვაკავეს – ანი წითლიძე

“იმის გამო, რომ კარუსელი არ დავუშვით დაგვაკავეს ” – წერს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე, სოციალურ ქსელში. ცოტა ხნის წინ,წითლიძემ, ზუგდიდში, 21-ე საარჩევნო უბნის აივანზე ამავე უბნის კომისიის თავმჯდომარის, თინა კაკაჩიას ბლოკნოტი იპოვა, რომელშიც არის იმ ადამიანების სია, რომლებიც არჩევნებზე უნდა მოვიდნენ და ხმა ქართულ ოცნებას უნდა მისცენ, კერძოდ, ბლოკნოტში წერია საჯარო მოხელეების სახელები და გვარები პირადობის ნომრებითურთ.

”დაგვაკავეს მე და ჩემი წარმომადგენელი უბანზე იმის გამო რომ არ დავუშვით კარუსელი.
იყავით ფხიზლად უბნებზე და იბრძოლეთ!
ყველაფერი იქნება მაგრად მალე შემოგიერთდებით!” – წერს წითლიძე.

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბნიდან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და კომისიის ერთ-ერთი წევრი გამოაძევეს.