„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან აბსოლუტურად პოზიტიურად იქნა აღქმული. რაც მთავარია, ამ წელს, როდესაც საქართველოს გეოპოლიტიკური ხარისხის გამოწვევებთან გამკლავება უხდება და ძლიერი კონსოლიდაცია მართლაც მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც ქვეყანაში ნორმალური და სერიოზული პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს, როდესაც ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე რეალური დადებითი გავლენა არ გააჩნია და მხოლოდ უკიდურესი მარგინალიცაზიით არის დაკავებული, ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება დემოკრატიული კონტროლის გარეშე რჩება და შესაძლოა გარკვეული რისკები გაჩნდეს. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ რისკების თაობაზე ისაუბრა და ის ამ რისკების დასაზღვევად არის – ეს არის შესაძლო რისკი და არა ფაქტი. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ “ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა მისადაგებული იყოს იქითკენ, რომ ქვეყანაში კორუფციის რისკების გაჩენის პრევენცია მოხდეს“,
ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე დასმულ კითხვას.