“ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია, როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. იმის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო განათავსა და ის ბოლომდე განეთავსებინა. ისიც მიჭრა, მოჭრა და ისეთი ვიდეო განათავსა. ეს ვიდეო ხომ ყველამ კარგად იცის, რომელი ვიდეოა, სადაც მე ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ვსაუბრობდი ამაზე და ვსაუბრობდი ასევე იმ პრობლემებზე, გულისტკივილზე და მძიმე ფაქტებზე, რომელიც მაშინ ხდებოდა. ის მეორე ნაწილი მოჭრა და ის პირველი ნაწილი განათავსა, აი აქ იკვეთება და საზოგადოება კარგად ხვდება, ვინ არის მამუკა ხაზარაძე“,
ასე ეხმაურება, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაზიარებულ ვიდეოს, არქივიდან, ინგა გრიგოლიას გადაცემიდან, სადაც კალაძე პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობას აქებს.