მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ციხის საავადმყოფოში შესაძლო მოდელირებულ შტურმთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას გაესაუბრება.
“იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება.
ნიკა გვარამიას ცნობით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება”,– წერია ინსპექციის განცხადებაში.
“დღეს არ მცალია, “მთავარ აქცენტებში” ჩემს მაყურებლებს უნდა გავესაუბრო ამ და სხვა საკითხებზე. რომ მოვიცლი, გაგესაუბრებით”,– უპასუხა უწყებას გვარამიამ.