იმიტომ, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ -ბუბა კიკაბიძე რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას” სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ პარტიის ღონისძიებაზე გამოსვლისას სიმღერა “თბილისო” ქართულ-რუსულად შეასრულა. თუ რატომ შეასრულა ბუბა კიკაბიძემ სიმღერა რუსულად მან ასე უპასუხა:

“ბუბამ რატომ იმღერა ორი კუპლეტი რუსულად “თბილისოო”. მე ვუთხარი, იმიტომ, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ ჩვენ”- განმარტავს კიკაბიძე.