დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ გაუარესებული ეპიდვითარება აღდგომამდელმა “ქეიფებმა მოიტანა”, ხოლო აღდგომის შედეგები დაახლოებით 10 დღეში გამოვლინდება.
“ახალი შემთხვევები აღდგომამდე ქეიფებმა მოიტანა. აღდგომის ქეიფი თავის შედეგს გამოიღებს, დაახლოებით, 10 დღეში”,– თქვა მან აჭარის ტელევიზიის ეთერში.
მისივე განცხადებით, სიტუაცია საგანგაშოა და ის გასული წლის ნოემბრის ვითარებას ჰგავს, თუმცა შეზღუდვები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა.