დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძე აცხადებს რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და ვერ გაიგეს.
„ასეთი ადამიანები ნამდვილად იყო. ჩვენ ასეთ ტესტებს დიდი ხანია ვატარებთ, როცა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს ვიკვლევთ. მათ ვიკვლევდით არამარტო PCR დიაგნოსტიკით, არამედ ანტისხეულებზეც და „ელაიზა“ მეთოდითაც და ეს უფრო დამაჯერებელი პასუხია, რომ ანტისხეულები ნამდვილად კოვიდის წინააღმდეგაა. ასეთი 10-მდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ასევე ტარდება სეროპრევალენტობის კვლევებზეც და ამ შემთხვევაშიც, მაქსიმუმ ორი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი დადებითი შემთხვევაა ნაპოვნი. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, არის, ოღონდ ძალიან ცოტა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.