დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მაღალი ალბათობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზის მიღება გახდეს საჭირო.
“ეს არ არის წითელას ვაქცინა, რომელსაც, ორჯერ რომ აიცრები, მერე მთელი ცხოვრება იმუნიტეტი გაქვს. არის ასეთი ვაქცინები. აი, წითელა, ხომ?! იგივე დიფტერიის ანატოქსიდსაც კი ძალიან მყარი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ, იქაც კი კარგია, ვთქვათ, ერთი ათი წლის მერე, რომ კიდევ ერთი “ბუსტერ” ვაქცინაცია გაიკეთო.გრიპის ვაქცინა ვიცით, რომ ყოველწლიურად უნდა გავიკეთოთ, ხომ?! აქედან გამომდინარე, არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და არსებულ იმუნიტეტზე დაყრდნობით, ვთქვათ, გადატანილებში, შესაძლებელია, მაღალი ალბათობით ვიფიქროთ, რომ “ბუსტერი” საჭირო იქნება”, განაცხადა პაატა იმნაძემ.