იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა მე არ ვიცი რამდენად შესაძლებელია, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. იმიტომ, რომ არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს ძალიან ცუდი მესიჯია და ძალიან ცუდი სიგნალია ზოგადად ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავს, ვინც პატივს სცემს კონსტიტუციას, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.
კონსტიტუციაში ძალიან ნათლად წერია, რომ მან უნდა შეათანხმოს მთავრობასთან და მთავრობისგან უნდა მიიღოს ნებართვა, თუ აქამდე ის ამას აკეთებდა და უთანხმებდა მთავრობას მის წასვლა – არწასვლასთან დაკავშირებით, დღეს რატო გახდა ეს ყველაფერი აბსურდი.
ამბობს კახა კალაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.