“პრეზიდენტი ამას [იმპიჩმენტი] არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. მართალია, ქართული ოცნება თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვს და ამას გამოვრიცხავთო, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, ქართული ოცნება ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ ეს 100 ხმა ჰქონდეს. ამიტომ, არ გამორიცხავს და სიმართლე გითხრათ, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს ამ ამბავს, რომ შეიძლება, პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭისყრაზე დადგეს და ის გადააყენონ – შემდეგ რა უნდა გააკეთოს, ამაზეც აშკარად ნაფიქრი აქვს […] საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს, თუ რა შეიძლება გააკეთოს იმპიჩმენტის შემთხვევაში და მის შემდეგ”.
ამის შესახებ, პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.