„საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მორჩილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა და პროპაგანდისტებმა კობახიძის ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად ერთი-ორი დღე იძახონ – „რა საოცარი ლექცია ჩაატარა ირაკლიმ, ეს რა მოვისმინეთო“. სულ ეს იყო ამ პროცესის მიზანი და შედეგი. პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები. მორჩა კინო“,
ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.