იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან – ვიოლა ფონ კრამონი სამადაშვილზე

იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან – ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილის ხელმოწერას, Twitter-ზე ეხმაურება.

“იგი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა იმ პოლიტიკოსებს!” წერს კრამონი ტვიტერზე.