დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სერვისის შემუშავებაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების სახლიდან გაუსვლელად აცრა, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვთ.
“იმუნიზაციის საბჭოზე იყო მსჯელობა, რომ მალე შევთავაზებთ ასეთ სერვისს, ამ ადამიანებს. ჩვენთან ძალიან აქტიურად მუშაობს მოხალისეთა ჯგუფები, წითელი ჯვარი და ასევე სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტების ჩართვაც უნდა მოხდეს. ამ ადამიანებს ადგილზე უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინა”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.