იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის და არა მისი განადგურებისთვის – კონგრესმენები “ოცნების” მიერ შეთანხმების ანულირებაზე

იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის და არა მისი განადგურებისთვის – ამერიკელმა კონგრესმენებმა ადამ კიზინგერმა და ჯერი კონოლიმ “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანურირებასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

“სიახლე, რომ „ქართული ოცნება“ დატოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ ამ განვითარებით, ასევე იმით, რომ ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ ხელშეკრულებაზე და ზოგადად პოლიტიკური პოლარიზაციით, რაც თბილისში ხდება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადააფასონ პრიორიტეტები და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის – და არა მისი განადგურებისთვის. მხოლოდ საკანონმდებლო პროცესების გზით შეიძლება ქვეყნის მმართველობაში რთული საკითხების გადაწყვეტა. მათ, ვისაც საქართველოს დემოკრატიის წარუმატებლობის ნახვა სურს, უხარიათ, როდესაც პოლიტიკოსები უკან იხევენ, თითებს იშვერენ და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებენ. მზად ვართ, დაგეხმაროთ სადაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას ქართული დემოკრატიის მიმართ”,- ნათქვამია კონგრესმენების განცხადებაში.