“იმ ადამიანებზეც ხდება გარკვეული ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან” – ასე აფასებს, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ანი მიროტაძე, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში პატიმრების გინებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით. მიროტაძის თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფოში ირღვევა როგორც მიხეილ სააკაშვილის უფლებები, ასევე იმ ადამიანების უფლებებიც რომლებიც დაპატიმრებულები არიან. ამის შესახებ მან, “კავკასიის” ეთერში, ტელეწამყვან არჩილ გამზარდიასთან გადაცემაში ისაუბრა.
“სადაც არ უნდა გადავიდეს არის რისკი მაღალი, არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ იმ ადამიანების რომლებიც იმ ციხეში სხედან. ანუ ის ადამიანებიც ვინც გამოდიან და უშვერი სიტყვებით ყვირიან არ ვარ დარმწუნებული რომ თავისი ნებით აკეთებს. იმ ადამიანებზეც ხდება გარკვეული ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან, სახელმწიფომ რომელმაც დააპატიმრა. არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიდინეს. ამ ადამიანის [სააკაშვილის] უფლებები ხომ ირღვევა, მაგრამ იმათი უფლებებიც ირღვევა და მათზე, დაპატიმრებულ ადამიანებზე, ასობით ადამიანზე კიდევ იქ ხორციელდება ზეწოლა. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მხოლოდ სააკაშვილის ბედი არ მაწუხებს, იმ ადამიანების ბედიც მაწუხებს. ეს ადამიანები არიან დიდი ალბათობით, 99%-იანი ალბათობი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაპატიმრებული ადამიანები, შესაბამისად 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ ის მოცემულობა რომელზეც მუდმივად გველაპარაკებიან, რომ ციხეებში მუდმივად ხორციელდება პატიმრებზე გარკვეული ზეწოლები სხვადასხვა ხასიათის ფორმის, ახლა არის სახეზე. ” – ამბობს ანა მიროტაძე