საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ის ფორმულა, ის სიმარტივე, ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. რუსეთთან დაკავშირებით თავადაც კარგად იცის და თვითონაც განცხადებები გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ოკუპაციის ავტორი და შემოქმედი, რაც დღეს საქართველოში ხდება, სწორედ რადიკალური ოპოზიციაა […]

მან ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც რუსეთს ყველაფერი მისცა […] საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, იმას ედავება, რომ თურმე, შეიძლება, მისი პოლიტიკა და საქმიანობა პრორუსული იყოს.

ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი.