ინდივიდუალური შეფუთვა აქვს, თუ ფლაკონი გაიხსნა, დოზა გაფუჭდება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Sinhoparm-ის ვაქცინა ინდივიდუალურ შეფუთვებშია, ამიტომ იმის პრობლემა არ დგას, რომ თუ საკმარისი რაოდენობის რეგისტრირებული მოქალაქე არ მივა ასაცრელად, დოზები გაფუჭდება.
“როცა რეგისტრირებული მოქალაქე არ მიდის ან რაღაც მიზეზია, რის გამოც რეგისტრაციის შემდეგ აცრაზე უარს ამბობს, აქ არის სარეზერვო სიის მექანიზმი, რომლის გამოყენება შესაძლებელია. Sinopharm-ის შემთხვევაში საკითხი უფრო მარტივად დგას, რადგან ის არის ინდივიდუალურ შპრიცში, ანუ აქ არის ინდივიდუალური შეფუთვა და ჩვენ არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ აი, გაიხსნა ერთი ფლაკონი და 10 ადამიანი თუ არ მივიდა, დოზები გაფუჭდება, ამის პრობლემა არ დგას.უფრო მარტივია მისი მოხმრება ამ კუთხით. ამდენად, ამცრელი დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ, როგორ შეიძლება შეივსასო ადგილი, რომელიც გამოთავისუფლდა იმიტომ, რომ მოქალაქე არ მივიდა”, – თქვა მან.