ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სიტუაცია სამნაირად შეიძლება განვითარდეს. პირველი ის არის, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკებები დაიწყოს და ვითარება ამ გზით დაასტაბილუროს, მეორე, დასავლეთმა ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ხოლო მესამე სცენარში საერთაშორისო პარტნიორები საქართველოზე ხელს აიღებენ.
მისი თქმით, სანქციები სულ უფრო რეალური ხდება.
“მე არ გამოვრიცხავ [სანქციებს]. სანქციებზე ლაპარაკი რაღაც პერიოდის წინ სრულიად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა და ახლა საერთოდ აღარ მეჩვენება. ვფიქრობ, სულ უფრო რეალური ხდება ეს ტარგეტირებული, ანუ ინდივიდუალური სანქციები. იმედია, რომ ქვეყნის სანქცირებაზე ლაპარაკი არასდროს იქნება და მაქამდე არ მივალთ, არამედ ინდივიდუალურ სანქციებზე შეიძლება მართლაც მიდგეს ჯერი”,– ამბობს თამარ ჩუგოშვილი ტვ პირველის ეთერში.